Accentnews.ge
ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი შეიწყალეს და საომრად უკრაინაში გაგზავნეს

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი შეიწყალეს და საომრად უკრაინაში გაგზავნეს

14/11/2023 14:25:55 მსოფლიო

ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ყოფილი პოლიციელი სერგეი ხაჯიკურბანოვი, რომელსაც 2014 წელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს და უკრაინის წინააღმდეგ საომრად წავიდა. ამის შესახებ ტელეგრამის–არხი „ბაზა“ იუწყება.

მისი ცნობით, ხაჯიკურბანოვი უკრაინაში მიმდინარე ომში 2022 წლის ბოლოდანაა ჩართული. მან სამხედრო სამსახური დაიწყო, როგორც დაზვერვის ათეულის მეთაურმა. „იგი არაერთხელ გადავიდა მტრის ზურგში და ასრულებდა მზვერავებისათვის სპეციფიკურ დავალებებს", - წერს „ბაზა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

უკრაინაში ხაჯიკურბანოვმა ბატალიონის მეთაურის წოდებას მიაღწია. ექვსთვიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ მან თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააგრძელა.

ჟურნალისტი და უფლებადამცველი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს მოსკოვში, ლესნაიას ქუჩაზე, მისი სახლის სადარბაზოში. მკვლელმა მას ოთხჯერ ესროლა პირდაპირ და შემდეგ საკონტროლო გასროლის სახით – თავში.

2014 წლის ივნისში მოსკოვის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ჩეჩნეთის მცხოვრებთ, რუსტამ მახმუდოვს და ლომალი გაიტუკაევს, რომლებიც დამნაშავედ ცნეს პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შესრულებაში. გაიტუკაევი შემდგომში კოლონიაში გარდაიცვალა. ყოფილი პოლიციელი სერგეი ხაჯიკურბანოვი მკვლელობის თანამონაწილეობაში დაადანაშაულეს და 20–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მკვლელობის სავარაუდო შემსრულებლის ძმებს, იბრაგიმ და ჯაბრაილ მახმუდოვებს - რომლებიც პოლიტკოვსკაიას უთვალთვალებდნენ - შესაბამისად, პატიმრობა 12 და 14 წლით მიესაჯათ .

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S