Accentnews.ge
მედია: რუსეთის აეროპორტები და ავიახაზები საავიაციო დომენის ზონიდან გაითიშება

მედია: რუსეთის აეროპორტები და ავიახაზები საავიაციო დომენის ზონიდან გაითიშება

14/11/2023 11:53:57 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესებული მასიური ანტირუსული სანქციების ფონზე, რუსული ავიახაზები და აეროპორტები საერთაშორისო .aero დომენის ზონას გაეთიშება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება შვეიცარიულმა სამოქალაქო ავიაციის სერვისის პროვაიდერმა SITA-მ მიიღო, რომელიც აღნიშნულ დომენის ზონას მართავს.

რუსეთში .aero დომენის ზონაში 200-ზე მეტი ვებგვერდია რეგისტრირებული. ამ დომენს იყენებს დაახლოებით 30 აეროპორტი, მათ შორის შერემეტევო, ჟუკოვსკი, ყაზანი, კრასნოიარსკი, და 15 ავიაკომპანია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S