ნიკოლ ფაშინიანი მინსკში დაგეგმილ "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს
14/11/2023 08:27:32 მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სატელეფონო საუბარში აცნობა, რომ 23 ნოემბერს მინსკში დაგეგმილ "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" (ОДКБ) სამიტში მონაწილეობას ვერ მიიღებს, - იუწყება სომხეთის მთავრობის პრეს–სამსახური.
მისი ცნობით, საუბარი ბელარუსის ინიციატივით გაიმართა.
„მათ განიხილეს 23 ნოემბერს მინსკში ОДКБ–ს საბჭოს სხდომის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ბელარუსის პრეზიდენტს აცნობა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს“, - აცხადებენ სომხეთის მთავრობის პრეს–სამსახურში.
მისივე ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორები გაგებით მოეკიდებიან ამ გადაწყვეტილებას.


