
ბათუმი-თბილისის რეისზე შეფერხების მიზეზად „მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემა" სახელდება
13/11/2023 15:42:57 საზოგადოება
ბათუმი-თბილისის რეისზე მოძრაობა შეფერხდა. მიზეზად „მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემა" სახელდება.
„საქართველოს რკინიგზა“ - მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, შეფერხდა ბათუმი-თბილისის რეისი - მოძრაობა მაქსიმუმ 30 წუთში განახლდება
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, მოძრაობა მაქსიმუმ 30 წუთში განახლდება.
„მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, შეფერხდა ბათუმი-თბილისის რეისი. საქართველოს რკინიგზის ტექნიკური ბრიგადა უკვე მუშაობს და უმოკლეს პერიოდში (მაქსიმუმ 30 წუთში) ვიმედოვნებთ მოძრაობის განახლებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.