ბორელმა განაცხადა, რომ მუშაობს ევროკავშირის მომავალ ვალდებულებებზე უკრაინის უსაფრთხოებისთვის
13/11/2023 15:24:44 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ის მუშაობს უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის მომავალი ვალდებულებების მომზადებაზე უკრაინის კონტექსტში. ამის შესახებ მან X–ზე დაწერა ორშაბათს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფონზე.
ბორელმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების 27–მა საგარეო საქმეთა მინისტრმა „მიიღეო ერთობლივი გზავნილი უკრაინის მხარდასაჭერად“. შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე მოუსმინეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას.
"უკრაინა არის ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი - არ იქნება არანაირი დაღლა ჩვენი ვალდებულებებით. მე ვმუშაობ ჩვენს მომავალ უსაფრთხოების ვალდებულებებზე, ვასრულებ ევროპის საბჭოს დავალებას", - თქვა ბორელმა.
27 ოქტომბრის სამიტზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბორელს დაავალეს, „საბჭოს მიერ დამტკიცებული ჩარჩოს საფუძველზე“, გამართულიყო კონსულტაციები უკრაინასთან ევროკავშირის უსაფრთხოების სამომავლო ვალდებულებების შესახებ და შედეგების თაობაზე ანგარიშიუნდა წარსდგეს ევროსაბჭოს სხდომაზე, დეკემბერში.


