კემერონი მოულოდნელად დაბრუნდა დიდი ბრიტანეთის მთავრობაში
13/11/2023 10:47:51 მსოფლიო
13 ნოემბერს ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრად სუელა ბრავერმანის გათავისუფლების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი დაინიშნა. ხოლო საგარეო უწყებას დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი დევიდ კამერონი უხელმძღვანელებს.
კამერონი არ არის ბრიტანეთის პარლამენტის მოქმედი წევრი. ის ლორდთა პალატაში დაიკავებს ადგილს, რაც შესაძლებელს ხდის მინისტრთა კაბინეთში მის დანიშვნას პოლიტიკურ თანამდენბობაზე.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი სუელა ბრავერმანი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც შს მინისტრი დაადანაშაულეს პოლიციის დამოუკიდებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაში ოპერატიული ამოცანების შესრულებისას და მის მიმართ საზოგადოების ნდობის შელახვაში.
ასეთი ბრალდებების მიზეზი გახდა ბრავერმანის სტატია, რომელშიც ის აკრიტიკებდა პოლიციის ქმედებებს პალესტინის მხარდამჭერი აქციების დროს. 8 ნოემბერს The Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მინისტრი ამტკიცებდა, რომ ბრიტანულ პოლიციას ჰყავს „ფავორიტები“ და ის ბევრად ლმობიერია მემარცხენე, პროპალესტინელი მომიტინგეების მიმართ, ვიდრე მათი ოპონენტების. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ბრავერმანის ზოგიერთმა კოლეგამ აღიქვეს ეს, როგორც სკოტლანდ იარდის ხელმძღვანელ მარკ როულიზე ზეწოლის მცდელობა 11 ნოემბერს დაგეგმილი პროპალესტინური მსვლელობის წინ.
შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საქმეების მინისტრმა ჯეიმს ჰეპიმ, Sky News-თან საუბრისას მხარი დაუჭირა ბრევერმანის გადადგომის გადაწყვეტილებას, ისევე როგორც თავდაცვის მინისტრმა და ხაზინის თავმჯდომარემ. კონსერვატორმა დეპუტატმა ანდრეა ჯენკინსმა გააკრიტიკა ეს ნაბიჯი. „მე მხარს ვუჭერ სუელა ბრავერმანს. ის გაათავისუფლეს სიმართლის თქმისთვის. ცუდი ნიშანია რიშისგან მემარცხენეებთან დათმობის კუთხით” - წერს დეპუტატი სოციალურ ქსელ X-ში.
ბრავერმენისთვის ეს უკვე მეორე გადადგომაა შსს-ს ხელმძღვანელის პოსტიდან. იგი პირველად დანიშნა პრემიერ მინისტრმა ლიზ ტრასმა გასული წლის სექტემბერში, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს, როდესაც ოფიციალური დოკუმენტი გაგზავნა სახლის კომპიუტერიდან. ეს აკრძალულია სამინისტროს დებულებით. რამდენიმე დღის შემდეგ ბრავერმანი დაბრუნდა სამუშაოდ რიში სუნაკის კაბინეტში შინაგან საქმეთა ოფისის ხელმძღვანელად.
დევიდ კამერონი 57 წლისაა. ის იყო კონსერვატიული პარტიის ლიდერი 2005 წლიდან 2016 წლამდე. 2010 წელს, 43 წლის ასაკში, კამერონმა დაიკავაბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მთავრობის მეთაური.


