Accentnews.ge
WP: "ჰამასი" ისრაელზე მეორე მასიურ შეტევას ამზადებდა

WP: "ჰამასი" ისრაელზე მეორე მასიურ შეტევას ამზადებდა

13/11/2023 08:30:59 მსოფლიო

რადიკალური დაჯგუფება "ჰამასი" ისრაელზე მასიური თავდასხმის „მეორე ფაზას“ ამზადებდა, რათა გაეჩაღებინა უფრო ფართო კონფლიქტი, გამოეწვია რეგიონში კრიზისი და გაეწყვიტა ისრაელის კავშირები არაბულ ქვეყნებთან, – წერს The Washington Post რამდენიმე დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით.

„ისინი გეგმავდნენ მეორე ფაზას, მათ შორის ისრაელის დიდ ქალაქებსა და სამხედრო ბაზებში“,– თქვა გამოცემასთან ისრაელის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა დაზვერვის მონაცემებზე.

7 ოქტომბრიდან შეგროვებული მტკიცებულებები მოწმობს, რომ "ჰამასი" უფრო ღრმა თავდასხმებს ითვალისწინებდა ისრაელთან ომის პროვოცირების მიზნით.

ოფიციალური პირის თქმით, ზოგიერთ ბოევიკს თან რამდენიმე დღის სამყოფი საკვები, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა ჰქონდა. მათ ასევე ჰქონდათ ინსტრუქციები, გაეგრძელებინათ თავდასხმა ისრაელის სიღღმეში, თუ შეტევის პირველი ტალღა წარმატებული იქნებოდა და პოტენციურად,მიზანში ამოეღოთ ისრაელის მსხვილი ქალაქები.

"ჰამასის" ჯგუფებმა მოახერხეს შეღწევა ისრაელის ქალაქ ოფაკიმამდე, რომელიც მდებარეობს ღაზას სექტორიდან 15 მილის დაშორებით და დაახლოებით ნახევარი მანძილის დაშორებით ანკლავსა და მდინარე იორდანიის დასავლეთ სანაპიროს შორის.

ახლო აღმოსავლეთის დაზვერვის ორი მაღალი თანამდებობის პირის და აშშ-ის ერთი ყოფილი ოფიციალური პირის თქმით, რომელმაც დეტალურად განიხილეს მტკიცებულებები, ერთ-ერთ ქვედანაყოფს თან ჰქონდა სადაზვერვო ინფორმაცია და რუქები, რომლებიც მიუთითებდნენ თავდასხმის გაგრძელების განზრახვაზე მდინარე იორდანიის დასავლეთ სანაპიროს საზღვრამდე.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ "ჰამასი" ზედმიწევნით გეგმავდა და ემზადებოდა ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის იმ მასშტაბის ხოცვა-ჟლეტისთვის, რომ პროვოცირება მოახდინა ისრაელის მთავრობის, ჯარები გაეგზავნა ღაზაში.

ასეთი ქმედებები მიზნად ისახავდა რეგიონში პალესტინის ძალადობრივი წინააღმდეგობის ახალი ტალღის დაწყებას და ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობების შეწყვეტას.

დაზვერვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისრაელზე ისტორიული თავდასხმის დაგეგმვა 7 ოქტომბრის მოვლენებამდე ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. "ჰამასის" ოფიციალური პირები ცდილობდნენ, დაემალათ მზადება, მაშინაც კი, როდესაც ცალკეული ლიდერები დროდადრო მიანიშნებდნენ ამგვარ განზრახვებზე.

"ჰამასმა" ღაზას სექტორში სახმელეთო და მიწისქვეშა სამხედრო წვრთნები ჩაატარა. დაზვერვის ცნობით, "ჰამასის" მებრძოლები ვარჯიშობდნენ იმპორტირებული AK-47 ავტომატებით, პისტოლეტებით, ყუმბარმტყორცნებითა და თერმობარული მასალებით.

დასავლეთისა და ახლო აღმოსავლეთის დაზვერვის წარმომადგენლების თქმით,წვრთნების დროს დეტალურად სწავლობდნენ დასახლებული პუნქტებსა და სამხედრო ბაზებს პოტენციური სამიზნეების მატრიცის შესაქმნელად.

დეტალური სადაზვერვო მონაცემების მოსაპოვებლად "ჰამასმა" იაფფასიანი დრონები გამოიყენა ისრაელის ქალაქებისა და სამხედრო ობიექტების რუქების შესაქმნელად. ბოევიკებმა დამატებითი ინფორმაცია მიიღეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც სამუშაოდ ისრაელში გადადიოდნენ. ამასთან, "ჰამასი" თვალს ადევნებდა ისრაელის ვებ–გვერდებს, უძრავი ქონების ფოტოებს და სოციალურ მედიაში "პოსტებს", რათა წარმოედგინა კიბუცის ცხოვრება და შენობებისა და სახლების განლაგება.

ზუსტი გეგმება იმის შესახებ, თუ როგორ და სად განხორციელდებოდა შეტევა, ცნობილი იყო მხოლოდ ელიტარული სამხედროებიც ვიწრო წრისთვის. გადამწყვეტი დეტალები შესაძლოა, არ სცოდნოდათ "ჰამასის" პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ჯგუფის მთავარ მხარდამჭერებს, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსსა და ლიბანში დაფუძნებული "ჰეზბოლას" მებრძოლთა ჯგუფსაც კი.

სანამ ბოევიკები თავდასხმას ამზადებდნენ, "ჰამასის" ხელმძღვანელობის სხვა წევრები დეზინფორმაციის გავრცელებით იყვნენ დაკავებულნი.

ისრაელი თვლის, რომ ამ გეგმის მთავარი არქიტექტორი იყო "ჰამასის" სამხედრო ლიდერი იეჰია სინვარი, რომელმაც ორი ათეული წელი გაატარა ისრაელის ციხეებში, თავისუფლად ფლობს ებრაულ ენას და შეისწავლა ისრაელის პოლიტიკური კულტურა და მედია. ისრაელში არსებული პოლიტიკური მიდგომების უკიდურესად ღრმა გაგებით შეიარაღებულებმა, მან და "ჰამასის" სხვა ლიდერებმა დაიწყეს დახვეწილი გზავნილების გაჟღერება ბოლო წლებში, მიანიშნებდნენ "ჰამასის" ახალ პრაგმატულ მიდგომაზე და არწმუნებდნენ ისრაელებს იმაში, რისი მოსმენაც სურდათ - რომ "ჰამასს" არ სურს მეტი ომი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S