Accentnews.ge
ზუგდიდის მერია ევროკავშირის პროექტის #EU4Culture ფარგლებში კონკურსს აცხადებს

ზუგდიდის მერია ევროკავშირის პროექტის #EU4Culture ფარგლებში კონკურსს აცხადებს

11/11/2023 07:15:35 რეგიონები, რეკლამა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ევროკავშირის პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ზუგდიდში შემოქმედებითი სივრცეების და კლასტერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსს აცხადებს

კონკურსი ითვალისწინებს ორ მიმართულებას:

ზუგდიდის შემოქმედებითი კლასტერებისა და სივრცეების განვითარება, ასევე ამ მიზნისთვის შემოქმედებითი კლასტერების ალიანსის „შემოქმედებითი ზუგდიდი“ დაარსება/ხელშეწყობა. მიმართულების ბიუჯეტი: 8 400 ლარი

შემოქმედებითი, მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცის „ზუგდიდის არტ კომბინატის“ დაარსება/ ხელშეწყობა. მიმართულების ბიუჯეტი: 12 700 ლარი

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 10 ნოემბრიდან 2023 წლის 10 დეკემბრამდე მერიაში, მისამართზე: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N90 მატერიალური სახით ან მერიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - zugdidismeria@gmail.com ელექტრონული დოკუმენტის სახით.

დამატებითი ინფორმაცია და ფორმულარები, იხილეთ შემდეგ ბმულებზე

კონკურსის დებულება: https://rb.gy/62nl3o

კონკურსის პირობები და დაფინანსების წესი: https://rb.gy/jiislc

დანართი N1 - განცხადების ფორმა: https://rb.gy/9ghr2y

დანართი N2 - საპროექტო განაცხადი: https://rb.gy/7rnnug

დანართი N3 - დაზუსტებული ინფორმაცია: https://rb.gy/i59csf

დანართი N4 - შესრულების ანგარიში: https://rb.gy/1iv3l7

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S