უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება
10/11/2023 12:07:59 მსოფლიო
უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის თქმით, ბუდაპეშტის ასეთი პოზიცია არაა განპირობებული ევროკავშირის ფინანსური პოლიტიკით და ბრიუსელის მიერ უნგრეთისთვის თანხების არგამოყოფით და შესაბამისად, ამ საკითხის მოგვარებაც ვერ იქონიებს გავლენას უკრაინის პოზიციაზე.
ბუდაპეშტი მიიჩნევს, რომ უკრაინის კანონი "ეროვნული უმცირესობების შესახებ" იქ მცხოვრები 150 000 უნგრელის უფლებებს არღვევს, განსაკუთრებით მშობლიურ ენაზე განათლების მიღების მხრივ და პოზიციას არ შეცვლის, სანამ უკრაინა ამ კანონსარ გადახედავს, – იუწყება Reuters. კანონის თანახმად, ბავშვებმა სკოლებში განათლების 70% მაინც უკრაინულად უნდა მიიღონ.


