უკრაინა: ყირიმში რუსეთის ორი სადესანტო კატარღა გავანადგურეთ
10/11/2023 10:45:07 მსოფლიო
უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის ჩქაროსნული კატარღები გაანადგურა, – იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო.
უწყება აქვეყნებს კადრებს, რომელშიც სავარაუდოდ, ნაჩვენებია უპილოტო აპარატის მიერ ერთ-ერთი კატარღის განადგურება.
„საუბარია პროექტ 11770-ის („სერნას“ კლასის) კატარღებზე. მათზე ეკიპაჟი იმყოფებოდა და ჯავშანტექნიკა იყო განთავსებული, კერძოდ, BTR-82“, - ნათქვამია სამმართველოს განცხადებაში.
უკრაინის დაზვერვაში განმარტავენ, რომ „სერნას“ აქვს მაღალი სიჩქარე და იტევს 45 ტონამდე ტვირთს და 92 შეიარაღებულ პირს და ოკუპანტები ამ კატერებს საზღვაო დესანტის გადმოსასხმელად ან ევაკუაციისთვის იყენებენ.


