
FDA-მ წონის კლების ახალი პრეპარატი დაამტკიცა
10/11/2023 07:56:04 საზოგადოება
ამერიკის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა Zepboun, წამლის მწარმოებელი Eli Lilly-ის წონის კლების წამალი ახალი პრეპარატი, რომელიც, როგორც კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, ეხმარება ადამიანებს 16 თვეში დაახლოებით 52 კილოგრამის დაკლებაში.
წამლის შემადგენელი აქტიური ნივთიერება ტირზეპატიდია.
წამალს, სახელად Mounjaro, რომელიც დიაბეტი 2 ტიპის სამკურნალოდ იყო დამტკიცებული, 2022 წლის მაისიდან დაერქმევა Zepbound წონის დაკლებისთვის.
ეს არის მედიკამენტების ახალი კლასის ნაწილი, რომელიც მოიცავს სემაგლუტიდს, ცნობილია როგორც Ozempic დიაბეტისთვის და Wegovy წონის დაკლებისთვის.
FDA-მ დაამტკიცა პრეპარატი ზრდასრულთათვის, რომლებსაც აქვთ სიმსუქნე ან ჭარბი წონა, წონასთან დაკავშირებული მინიმუმ ერთი დიაგნოსტირებული დაავადება.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ Zepbound ხელმისაწვდომი უნდა იყოს აშშ-ში წლის ბოლომდე. მისი ფასი – ერთი თვის მარაგი იქნება დაახლოებით $1,060.
ამ ხარჯმა შეიძლება ბევრი ადამიანისთვის მიუწვდომელი გახადოს ახალი წამალი, იმის გათვალისწინებით, რომ სადაზღვევო კომპანიები ხშირად თავს არიდებენ წონის დაკლების მედიკამენტების ხარჯების დაფარვას.
წამლის მაღალი ფასის მიუხედავად, ზოგიერთი ანალიტიკოსი ელის, რომ ის გახდება ყველაზე გაყიდვადი წამალი ისტორიაში.