Accentnews.ge
"რამდენი ვიღაცა დალევს, მერე იქით უნდა გადავიდეს და იქით უნდა ილოცოს“ – გორის საკრებულოს თავმჯდომარე

"რამდენი ვიღაცა დალევს, მერე იქით უნდა გადავიდეს და იქით უნდა ილოცოს“ – გორის საკრებულოს თავმჯდომარე

09/11/2023 19:26:32 საზოგადოება

"რამდენი ვიღაცა დალევს, მერე იქით უნდა გადავიდეს და იქით უნდა ილოცოს, გააგრძელოს ქეიფი, - ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ "TV მონიტორინგთან" განაცხადა. საუბრის თემა იყო საოკუპაციო ხაზთან არსებული მოწყვლადი უსაფრთხოების გარემო.

ჟურნალისტი საჯარო მოხელეს უამბობდა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების შიშების თაობაზე, რომ ისინი #1 პრობლემად უსაფრთხოებას ასახელებენ და დასვა კითხვა, რატომ ვერ ხერხდება მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

მაგალითად, კირბალის მკვიდრები, რომელთა დიდი ნაწილი უკვე ნამყოფია ცხინვალის იზოლატორში არაკანონიერი პატიმრობის პირობებში, სოფელში საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმას მოითხოვენ. მათი თქმით, ოკუპანტები საოკუპაციო ხაზს ხშირად კვეთენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან. 6 ნოემბერს მოკლეს კირბალის მკვიდრი თამაზ გინტური, ხოლო მისი თანმხლები ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

საჯარო მოხელემ თავი აარიდა 6 გინტურის მკვლელობაზე საუბარს და ნიქოზის მაგალითზე შეუდგა მტკიცება, რომ თავად ადგილობრივები გადადიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„რამდენი ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს და მერე მოუნდება, იქ უნდა გადავიდეს და იქით უნდა ილოცოს, იქ უნდა გააგრძელოს ქეიფი, არ შეიძლება... რამდენი ადამიანი უნდა გყავდეს [ძალოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში – რედ.]...

სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ზომები დაცულია. ყველანაირ პროპაგანდას წევენ ის რაღაცა სადემარკაციო ხაზი რომ არსებობს [საოკუპაციო ხაზი – რედ.] და რაც არ უნდა გადაკვეთო, იქ არ უნდა გადახვიდე. რუსი არ ინდობს თავის მოქალაქეს, საზარბაზნე ხორცად მიაჩნია, ჩვენსას დაინდობს? მით უფრო, თუ საბაბს მისცემ და თავის მოგონილ საზღვრებს რომ გადალახავ, იმათთვის ეს უკვე წითელი ნიშანია [...] სახელმწიფო იცავს ყველაფერს, მაგრამ თვითონ მოსახლეობა, იქ არსებული მოსახლეობა არ ექვემდებარება ამ ყველაფერს", - ამტკიცებს რაზმაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S