Accentnews.ge
კიევმა ქართული კომპანია ომის საერთაშორისო სპონსორთა სიაში შეიყვანა

კიევმა ქართული კომპანია ომის საერთაშორისო სპონსორთა სიაში შეიყვანა

09/11/2023 15:10:04 პოლიტიკა, საზოგადოება

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) პორტალმა - “ომი და სანქციები” ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში კომპანია “Bolero & Company” დაამატა. მისი ბენეფიციარი მესაკუთრეა ვახტანგ კარიჭაშვილი.

როგორც პორტალზეა მითითებული, მას აქვს რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა, არის მინიმუმ 14 ქართული კომპანიის დამფუძნებელი, ასევე ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის უჩი მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი:

„ქართული კომპანიების ფინანსური ანგარიშები, რომლებსაც უშუალოდ კარიჭაშვილი აკონტროლებს, მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიების შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ფორმირდება პროდუქციის რუსულ ბაზარზე რეალიზების გზით; თავის შეფასებაში მენეჯმენტმა ასევე გაითვალისწინა რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა კომპანიების ოპერაციებზე, ლიკვიდურობასა და დაფინანსებაზე“.

სწორედ კარიჭაშვილის ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს Bolero & Company, არის ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი რუსეთის ფედერაციაში, რომელიც აგრძელებს მიწოდების მოცულობის გაზრდას და ბიზნესის კეთებას სანქცირებული სუბიექტების მიერ კონტროლირებად რუსულ კომპანიებთან –, ნათქვამია პორტალზე განთავსებულ ინფორმაციაში:

„რუსული ოფიციალური წყაროების მიხედვით, 2024 წელს რუსეთის ბიუჯეტში ღვინის აქციზის შემოსავლები შეიძლება გაიზარდოს 22,6 მილიარდ რუბლამდე 2023 წლისთვის გათვალისწინებული 11,1 მილიარდი რუბლის წინააღმდეგ. ამგვარად, კომპანიების ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს შპს „Bolero & Company“, აგრძელებს რუსეთის ეკონომიკის აქტიურ მხარდაჭერას და, შესაბამისად, აფინანსებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ; კომპანიის მენეჯმენტისგან არ ყოფილა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაგმობის მცდელობა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S