Accentnews.ge
"ვრცელდება ყალბი შეტყობინებები დავალიანებაზე" – შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს

"ვრცელდება ყალბი შეტყობინებები დავალიანებაზე" – შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს

09/11/2023 14:27:08 საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ გადასახადის გადამხდელების მოტყუების მიზნით, შემოსავლების სამსახურის სახელით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები საგადასახადო დავალიანების თაობაზე.

„აღნიშნული დოკუმენტები მოქალაქეებს ძირითადად მათ კუთვნილ სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, WhatsApp ) ეგზავნებათ და სხვადასხვა სახის საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების თავიდან არიდების მცდელობას შეეხება",– ვკითხულობთ გამაფრთხილებელ განცხადებაში.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299-299.

აქვე, უწყება მოქალაქეებს ახსენებს, რომ მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება/შეტყობინება პროცედურების სრული დაცვით, მხოლოდ ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S