Accentnews.ge
"ქართული ოცნების" წევრები კირბალში ჩავიდნენ

"ქართული ოცნების" წევრები კირბალში ჩავიდნენ

09/11/2023 13:54:50 საზოგადოება

​"ქართული ოცნების" წევრები კირბალში დღეს, 9 ნოემბერს ჩავიდნენ.

​ოკუპანტების მიერ 6 ნოემბერს მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმარზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

„დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან, გამოძიება გრძელდება და როცა მიეცემა ჩვენს სახელმწიფოს, ბუნებრივია ექნება რეაგირება და დამნაშავეები დაიჯსებიან, ვერ დაემალებიან მართლმსაჯულებას. ახლა რაც შეგვიძლია, არის ის, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად კიდევ გავამკაცროთ“,– თქვა ჟურნალისტებთან დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.

ოკუპანტებმა კირბალში თამაზ გინტური 6 ნოემბერს მოკლეს, მისი თანმხლები ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. დოთინაშვილი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება.

იხილეთ ასევე: კრემლი გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S