პუტინი ყაზახეთში ჩავიდა
09/11/2023 06:50:01 პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ასტანაში ჩავიდა, სადაც ყაზახ კოლეგა ყასიმ-ჟომართ თოყაევთან მოლაპარაკებებს გამართავს და მასთან ერთად რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტები ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.
პესკოვის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება დოკუმენტებს და პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
გარდა ამისა, პუტინი და თოყაევი ვიდეობმულის საშუალებით მონაწილეობას მიიღებენ რუსეთსა და ყაზახეთს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XIX ფორუმის პლენარულ შეხვედრაში, რომელიც კოსტანაიში გაიმართება.
როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული მედია წერს, ყაზახეთში პუტინის ვიზიტის შედეგები აჩვენებს, ვის გვერდით დადგება ყაზახეთი - რუსეთის და ჩინეთის, თუ დასავლეთის, რადგან „ორ სკამზე ჯდომა“ აღარ გამოუვა.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო ყახაზეთს კრემლის მიმართ მხარდაჭერა არ გამოუხატავს, პრეზიდენტმა თოყაევმა კი განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ.


