Accentnews.ge
უკრაინაში მოკლეს რუსი პოლკოვნიკი, ის აფხაზეთშიც იბრძოდა

უკრაინაში მოკლეს რუსი პოლკოვნიკი, ის აფხაზეთშიც იბრძოდა

09/11/2023 06:38:56 მსოფლიო, საზოგადოება

უკრაინაში მოკლეს რუსი პოლკოვნიკი ალექსეი კობლოვი, რომელსაც აფხაზეთის კონფლიქტშიც აქვს მონაწილეობა მიღებული.

რუსულ მედიაში გამოქვეყნებული ნეკროლოგის მიხედვით, ის მონაწილეობდა "სამშვიდობო ოპერაციებში" აფხაზეთში და "კონტრტერორისტულ ოპერაციებში" ჩრდილოეთ კავკასიაში. ამისთვის მას მედლებიც აქვს მიღებული.

ამასთან, 2011-2016 წლებში კობლოვი მეთაურობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების 98-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის 1065-ე საარტილერიო პოლკს. უკრაინული მედიის ცნობით, ეს პოლკი იბრძოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ დონბასში.

უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ უცნობია, რა სტატუსით მეთაურობდა ოკუპანტი რუს ჯარისკაცებს სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს, მაგრამ მისი ლიკვიდაცია 1 ნოემბერს განხორციელდა დაჯგუფება დნეპრის სამეთაურო პუნქტზე სარაკეტო დარტყმის შედეგად. საუბარია კიდევ ორი პოლკოვნიკის ლიკვიდაციაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S