Accentnews.ge
პრეზიდენტი: "მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებს ვესაუბრე და მივულოცე, მთხოვეს, გადამეცა ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარული"

პრეზიდენტი: "მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებს ვესაუბრე და მივულოცე, მთხოვეს, გადამეცა ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარული"

08/11/2023 16:53:21 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს ევროკომისიის გადაწყვეტილება მიულოცა. როგორც პრეზიდენტი ამბობს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებმა მოლოცვა ქართველ ხალთანაც დააბარეს. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარე შეკრებაზე ისაუბრა.

"მე დღეს უკრაინის პრეზიდენტს და ცოტა ადრე მოლდოვის პრეზიდენტს ვესაუბრე. მათ მივულოცე, მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მათ მიენიჭათ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია და ეს არის მათთვის ძალიან დიდი ნაბიჯი წინ, ჩვენც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. მივულოცე ჩვენგან ყველასგან და ასევე, მათ მთხოვეს, რომ გადამეცა ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და მათი დიდი სიყვარული და ჩვენს ხალხებს შორის ეს სიყვარული", -განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის: 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, ევროკომისიის რეკომენდაციაა, ეს ქვეყნები გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავიდნენ. აღნიშნული კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S