Accentnews.ge
ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა

08/11/2023 11:33:09 მსოფლიო

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

"ათი წლის წინ დაიწყო პროტესტი მაიდანზე, ადამიანები დაიღუპნენ, ცეცხლი გაუხსნეს, რადგანაც მათ ხელში ეჭირათ ევროკავშირის დროშა და ათი წლის შემდგომ ისტორიული დღე გახლავთ, რადგანაც კომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ საბჭომ დაიწყოს ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში. ასევე, საუბარი გახლდათ ბოსნია და ჰერცოგოვინაზე. როგორც კი დაკმაყოფილდება წევრობის კრიტერიუმები, დაიწყება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S