Accentnews.ge
მედია:  15 ნოემბერს ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა გაიმართება

მედია:  15 ნოემბერს ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა გაიმართება

08/11/2023 10:32:59 მსოფლიო

15 ნოემბერს აშშ–ისა და ჩინეთის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა გაიმართება, – იუწყება Reuters.

მისი ცნობით, შეხვედრა სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ჩატარდება.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ–ისა და ჩინეთის ლიდერები იმსჯელებენ, მათ შორის კლიმატის ცვლილებებსა და თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ცნობისთვის: ოქტომბრის ბოლოს ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც იგი ჯო ბაიდენს და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა. ამ მოლაპარაკებების დროს განიხილებოდა, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S