Accentnews.ge
თურნავა: ფრთხილი პაუზა ავიღეთ, თუმცა გავაგრძელებთ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას

თურნავა: ფრთხილი პაუზა ავიღეთ, თუმცა გავაგრძელებთ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას

08/11/2023 10:16:07 ეკონომიკა

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ უპასუხა კითხვას, თუ რა რისკები დაინახა ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შესამცირებლად. საქმე იმაშია, რომ ეროვნულმა ბანკმა 25 ოქტომბერს გამართულ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად – 10%-ზე დატოვა.

“გაცხადებული გვაქვს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობიდან ძალიან თანდათანობითი, ფრთხილი გამოსვლის პოლიტიკა. ჩვენ ამ პოლიტიკას გავყვებით, კონკრეტულ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამას მსჯელობის შედეგად გადავწყვეტთ.

იმ მომენტში იყო ახალი რისკი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის სახით, რომელიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდა, მათ შორის, გარე ბაზრებზე, სხვადასხვა სასაქონლო პროდუქციის ფასებზე გაურკვევლობას ზრდიდა, ამიტომ ფრთხილი პაუზა ავიღეთ, თუმცა გავაგრძელებთ ამ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას”, - აცხადებს ნათია თურნავა.

მისივე თქმით, ახლა სებ-ის მთავარი საზრუნავი ინფლაციის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნებაა:

“ჩვენი მთავარი საზრუნავი დაბალი ინფლაცია, სამომხმარებლო ფასების სტაბილურობაა. თქვენ ხედავთ, რომ ინფლაციის მაჩვენებლები ბოლო პერიოდში ძალიან დაბალია, ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე მიზნობრივი ინფლაცია. რაც გვაძლევს საშუალებას, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება გავაგრძელოთ”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S