Accentnews.ge
თურნავა: ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში გვექნება პირველი მიკრო ბანკი

თურნავა: ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში გვექნება პირველი მიკრო ბანკი

08/11/2023 10:12:07 ეკონომიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ვარაუდობს, რომ ახლო მომავალში საქართველოში მიკრო ბანკში შეიქმნება. საქმე იმაშია, რომ 2022 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტში “მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლიდან ბაზარზე ახალი ფინანსური ინსტიტუტი - მიკრო ბანკი - უნდა გამოჩენილიყო, რომელიც სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობაზე იქნებოდა ორიენტირებული.

თურნავა ამბობს, რომ ინდუსტრიის მხრიდან მიკრო ბანკების შექმნაზე ინტერესი არსებობს.

“მიკრო ბანკების ახალი ლიცენზიის შემოღება იმას ემსახურება, რომ გაჩნდეს დამატებითი, საინტერესო, ინვესტორებისთვის მიმზიდველი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც გარკვეულწილად იქნება გარდამავალი ეტაპი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სრულყოფილ ბანკებს შორის. ინტერესი არსებობს, ინდუსტრიასთან შეხვედრები გვქონდა. შესაძლოა, რეგულაციას დახვეწა დასჭირდეს, რადგან ეს ახალი პრაქტიკაა და ჩვენ დიალოგისთვის ყოველთვის ღია ვართ. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში ქვექნება პირველი მიკრო ბანკი”, - აცხადებს ნათია თურნავა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S