Accentnews.ge
G7 მხარს უჭერს ისრაელის თავდაცვის უფლებას, თუმცა მხარეებს ჰუმანიტარული პაუზის აღებისკენ მოუწოდებს

G7 მხარს უჭერს ისრაელის თავდაცვის უფლებას, თუმცა მხარეებს ჰუმანიტარული პაუზის აღებისკენ მოუწოდებს

08/11/2023 09:21:53 მსოფლიო

ტოკიოში "დიდი შვიდეულის" შეხვედრა გაიმართა, სადაც ისრაელი-ჰამასის ომზე და მოვლენების განვითარების შესაძლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ტოკიოში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის და იტალიის პირველი დიპლომატები.

"დიდი შვიდეულის" წარმომადგენლებმა დაგმეს "ჰამასის" ტერორისტული თავდასხმა ისრაელზე და დაადასტურეს, რომ სრულად უჭერენ მხარს ისრაელის თავდაცვის უფლების აღსრულებას, ამავდროულად, მხარეებს ჰუმანიტარული პაუზის აღებისკენ მოუწოდებს.

"დიდი შვიდეულის" განცხადებაში ასევე ხაზგასმულია ირანის როლი აღნიშნულ კონფლიქტში, და ირანს მოუწოდებენ, შეწყვიტოს "ჰამასისა" და ლიბანური ჰეზბოლას დახმარება, რაც რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S