
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
07/11/2023 13:26:52 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7000 ლარი ეღირება, ევრო – 2.8847 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3207 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7061 ლარი ღირდა, ევრო – 2.9104 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3607 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.