Accentnews.ge
სომხეთი დსთ-ს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელების სამიტს არ დაესწრება

სომხეთი დსთ-ს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელების სამიტს არ დაესწრება

07/11/2023 13:12:34 კავკასია

სომხეთი დსთ-ს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელების შეხვედრას არ დაესწრება. ამის შესახებ სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს უფროსის პრესსპიკერმა ტატევიკ პეტროსიანმა განაცხადა.

პეტროსიანს არ განუმარტავს მიზეზები.

8 ნოემბერს მოსკოვში დსთ-ს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელთა რიგით 11-ე შეხვედრაა ჩანიშნული. ფორმატი 2013 წლიდან ამოქმედდა და სომხური დელეგაციაში მასში ყოველწლიურად მონაწილეობდა.

სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა ყარაბაღის ომის მეორე ეპიზოდის შემდეგ.

ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა არ შეასრულა აღებული ვალდებულებები. მან შეცდომა უწოდა ქვეყნის უსაფრთხოების მხოლოდ ერთ ქვეყანაზე მინდობას.

ოქტომბერში ფაშინიანმა ბიშკეკში გამართული დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურთა სამიტიც გამოტოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S