Accentnews.ge
პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ მოკლული გინტურის ოჯახში მივიდა

პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ მოკლული გინტურის ოჯახში მივიდა

07/11/2023 12:07:25 საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში ჩავიდა.

ის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში იმყოფებოდა.

პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

თამაზ გინტური ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით 6 ნოემბერს მოკლეს. მისი თანმხლები ლევან დოთიაშვილი გატაცებულია.

არსებული ინფორმაციით, ისინი ლომისის ეკლესიაში სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა ოკუპანტები აედევნენ.

"ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს. სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას", – განაცხადა პრეზიდენტმა 6 ნოემბერს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S