Accentnews.ge
პრეზიდენტი კირბალში ჩავა

პრეზიდენტი კირბალში ჩავა

07/11/2023 11:13:20 საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში ჩავა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრებს.

თამაზ გინტური ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით 6 ნოემბერს მოკლეს. მისი თანმხლები ლევან დოთიაშვილი გატაცებულია.

არსებული ინფორმაციით, ისინი ლომისის ეკლესიაში სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა ოკუპანტები აედევნენ.

"ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს. სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას", – განაცხადა პრეზიდენტმა 6 ნოემბერს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S