Accentnews.ge
გახარია – კონგრესმენების წერილზე: "რაც მეტს ვაღწევთ, მით მეტს ითხოვენ ჩვენგან"

გახარია – კონგრესმენების წერილზე: "რაც მეტს ვაღწევთ, მით მეტს ითხოვენ ჩვენგან"

17/12/2019 08:20:44 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

"რაც მეტს ვაღწევთ, მით მეტს ითხოვენ ჩვენგან", – ასე ეხმიანება საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ამერიკელი კონგრესმენების წერილს.  

"შევთანხმდეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. ეს კონგრესმენები არიან საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები. ჩვენი მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი მოსაზრებები გვაქვს. ჩვენ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. არსებობს გარკვეული შეკითხვები, რომლებსაც ჩვენ ვუპასუხებთ და ეს არის სწორედ პოზიტიური თანამშრომლობის და პოზიტიური მეგობრობის განხილვა. არანაირი პრობლემა არაა.

არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც უკვე გავლილია. ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი, როგორც იცით, ელჩების მეშვეობით, ეს დიალოგი მიმდინაორებს. 

საქართველოს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, ყველას ჩვენ გვაღელვებს ერთი რამ, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება, რაშიც ეჭვი არავის ეპარება. ყველამ იცის, რომ საქართველოს არ ჰქონია არასდროს ასეთი მნიშვნელოვანი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში, ეს ყველაფერი ჩვენი დღევანდელი დღეა. რაც მეტს ვაღწევთ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები მით მეტს ითხოვენ ჩვენგან, ეს მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ პროგრესზე", – განაცხადა გახარიამ. 

იხილეთ ასევე: კინზინგერი საქართველოს ხელისუფლებას ქართველი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ვალდებულებებს შეახსენებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S