Accentnews.ge
რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, რუსეთის მხარეს ქართველი მომღერალი ზვიად აბაშიძე დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, რუსეთის მხარეს ქართველი მომღერალი ზვიად აბაშიძე დაიღუპა

07/11/2023 08:37:36 საზოგადოება

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, რუსეთის ტერიტორიაზე ქართველი მომღერალი და მსახიობი ზვიად აბაშიძე დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, ის ადგილზე იმყოფებოდა როგორც მედიკოსი და დაჭრილებს ეხმარებოდა. ოჯახის სახელით 7 ნოემბერს განცხადება გაავრცელა ჯოზეფ ლალიაშვილმა:

„ზვიადი რაღაც პერიოდი ცხოვრობდა უკრაინაში, ჰყავს უკრაინელი ცოლ-შვილი. 2022 წელს წავიდა რუსეთში. ოჯახის ინფორმაციით, სამუშაოდ. ზვიადი იყო მომღერალი.

4 ნოემბერს გავიგეთ ზვიადის გარდაცვალების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა, როგორც მედიკოსი და ეხმარებოდა დაჭრილებს, რა დროსაც დაიღუპა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, რუსეთის მხარეს.

ბევრი დეტალი დაუზუსტებელია და ოჯახი ცდილობს გარკვევას. მიუხედავად თემის სიმძიმისა, გთხოვთ ნუ გაავრცელებთ დეზინფორმაციას (აქ წერია ყველაფერი, რაც რამდენადაც შესაძლებელია, ზუსტად ვიცით).

გთხოვთ, ძალიან მძიმე ოჯახურ ტრაგედიას (მათ შორის, მორალურად) კიდევ ნუ დაამძინებთ“,– წერს ლალიაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S