
ძლიერმა წვიმამ ქუთაისში პრობლემები შექმნა
07/11/2023 07:43:29 საზოგადოება
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქუთაისში, სადაც ფოთისა და ჩხობაძის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა.
დაზარალებულები ამბობენ, რომ მათი სახლები ყოველი ძლიერი წვიმის დროს იტბორება.
ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალური სერვისებში“ აცხადებენ, რომ სანიაღვრე სისტემას დროის მოკლე მონაკვეთში ჭარბად მოსული ნალექის გატარება გაუჭირდა, რამაც სხვადასხვა ქუჩაზე პრობლემა შექმნა.