Accentnews.ge
"აშშ-ში წინააღმდეგობრივი გზავნილები ჩადის, თუმცა, იღებენ ინფორმაციას ჩვენგანაც"

"აშშ-ში წინააღმდეგობრივი გზავნილები ჩადის, თუმცა, იღებენ ინფორმაციას ჩვენგანაც"

17/12/2019 08:00:05 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

"აშშ-ში წინააღმდეგობრივი გზავნილები ჩადის, თუმცა, იღებენ ინფორმაციას ჩვენგანაც", – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

"ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის მტკიცე, როგორც არასდროს, ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორია არის აღმავალი, ის ხასიათდება ძალიან მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციასთან, ამ მჭიდრო ურთიერთობის გამოხატულებაა ის უპრეცედენტო შედეგები, რომელიც გვქონდა გასული წლის განმავლობაში. ეს გამოიხატება როგორც საქართველოს მხარდამჭერი აქტით, ასევე ამერიკის კონგრესის სხვა გადაწყვეტილებებში, სადაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა საქართველოს. ეს გამოიხატა გაზრდილ ინვესტიციებში, როგორც კერძო კომპანიებიდან, ისე სახელმწიფოს შესაბამისი კორპორაციებიდან, ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტიორებს, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა მათთან. გასაგებია, რომ წინააღმდეგობრივი, განსხვავებული გზავნილები ჩადის, თუმცა, ჩვენი პარტნიორები ყოველთვის იღებენ ობიექტურ ინფორმაციას ჩვენგან, აქედან გამოდინარე. ეს ურთიერთობები, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალ თანამშრომლობას", - განაცხადა ბაქრაძემ.

იხილეთ ასევე: კინზინგერი საქართველოს ხელისუფლებას ქართველი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ვალდებულებებს შეახსენებს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S