იოზვიაკი: საქართველო კანდიდატის სტატუსს პირობებით მიიღებს
07/11/2023 07:00:11 პოლიტიკა
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს გარკვეული პირობებით მიიღებს, - წერს სოციალურ ქსელში „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი.
„27 ევროკომისრის კაბინეტის ხელმძღვანელები შეიკრიბნენ [6 ნოემბერს - რედ.] ევროკავშირის გაფართოების საკითხის განსახილველად. 7 ნოემბერს მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ მთავარი გზავნილები ნათელია: უკრაინა და მოლდოვა დაელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას (სავარაუდოდ 2024 წლის მარტში) და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს შემდეგ ეტაპზე გადასვლის პირობებით. ”, - წერს იოზვიაკი.
ევროკომისიის რეკომენდაცია 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ევროკავშირის ლიდერები მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებენ.
საქართველოს განსაზღვრული ჰქონდა 12 პირობა, რომელთაგან, ევროკავშირის შუალედური ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ სამი ჰქონდა შესრულებული სრულად.


