ზელენსკიმ უარი თქვა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე
07/11/2023 06:48:30 მსოფლიო
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის დრო არ არის, რადგან ეს მხოლოდ რუსეთისთვის იქნება სასარგებლო,– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზოგადოებისადმი ტრადიციული ვიდეომიმართვისას.
„ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ახლა არის თავდაცვის დრო, ბრძოლის დრო, რომელზედაც სახელმწიფოსა და ხალხის ბედია დამოკიდებული და არა "ჩაყრების" დრო, რასაც მხოლოდ რუსეთი ელის უკრაინისგან. მე მჯერა, რომ ახლა არ არის არჩევნების დრო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ომის დროს „აბსოლუტური უპასუხისმგებლობაა“ „საზოგადოებაში არჩევნების თემის შეტანა“.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუ არსებობს პოლიტიკური დავების დასრულების საჭიროება, ეს შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გააკეთონ, "ისე, რომ ადგილი არ დარჩეს კონფლიქტებისა და სხვისი თამაშისთვის უკრაინის წინააღმდეგ".
საარჩევნო ვადის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2024 წლის მარტში უნდა ჩატარდეს. უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს არჩევნების საომარი მდგომარეობის დროს ჩატარებას. ერთი დღით ადრე ზელენსკიმ უმაღლეს რადას წარუდგინა განკარგულების პროექტი ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის 90 დღით - 2024 წლის 14 თებერვლამდე გახანგრძლივების შესახებ.
ზაფხულში ზელენსკიმ თქვა, რომ არჩევნების ჩასატარებლად 5 მილიარდი დოლარია საჭირო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ ჩაატარებს „კრედიტით“ ან „იარაღისთვის განკუთვნილი ფილით". მან ასევე ისაუბრა კანონმდებლობის ცვლილების აუცილებლობაზე.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის განზრახვა დაადასტურა და საკუთარი პოლიტიკური პროგრამა წარადგინა. კერძოდ, მან შესთავაზა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება.
ერთი დღით ადრე რადას ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით თქვა, რომ ზელენსკი არჩევნების ჩატარებას განიხილავს.


