Accentnews.ge
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

06/11/2023 14:24:26 საზოგადოება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის გამო, 7 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მისი ცნობით, შეზღუდვა შეეხება გმირთა მოედნისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთიდან ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

„შეზღუდვის პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გმირთა მოედნიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ვარაზისხევისა და ილია ჭავჭავაძის გამზირის გამოყენებით, ხოლო ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილამდე ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება ზურაბ ავალიშვილის ქუჩის გამოყენებით.

მიხეილ თამარაშვილის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ „მზიურის“ პარკამდე, „მზიურის“ პარკიდან ნინო რამიშვილის ქუჩამდე კი ავტომობილები იმოძრავებენ ორმხრივად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S