საქართველოში მიწისძვრა მოხდა

2019-03-05 07:58:15
565

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიძლიერემ 4,1 მაგნიტუდა შეადგინა.

ბიძგები თბილისის დროით 00:21 საათზე დაფიქსირდა.

ეპიცენტრი, პირველადი მონაცემებით, აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, თუმცა შეგრძნებადი იყო დედაქალაქშიც. 

სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.