ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ქართული ქოფირაითერი

26-04-2024 03:25:08 ეს საინტერესოა ,რეკლამა

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ქართული ქოფირაითერი

დიდი ხნის განმავლობაში, მცირე-რესურსის (ე.წ low resource) ენებზე (მაგალითად, ქართული, სომხური, აზერბაჯანული და ა.შ.) მომუშავე ხელოვნური ინტელექტი ლოკალური ბაზრებისთვის ხელმიუწვდომელი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულზე, სხვა ენებთან შედარებით, არაა საკმარისი კონტენტი, LLM მოდელების გაწვრთნა და გამოყენება ძალიან რთული იყო. თუმცა, დღეს ქართულ კომპანიებს შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტის ბენეფიტებით სარგებლობა.

Smart Solutions AI მიერ შემუშავებული ქართული კონტენტის შექმნის პლატფორმა

კომპანია Smart Solutions AI (ai4biz.space) -მ წარმოადგინა ახალი პროდუქტი, რომელიც მისცემს მარკეტერებს, სოც. მედია მენეჯერებს და კომპანიის დამფუძნებლებს შესაძლებლობას შექმნან უნიკალური, ხარისხიანი და SEO ოპტიმიზირებული კონტენტი: სტატიები, პოსტები, პროდუქტების აღწერები. ახლო მომავალში იგეგმება სხვა ინსტრუმენტების დამატებაც, როგორებიცაა SMS და Email ტექსტების შექმნის სერვისები.

ზემოხსენებული ინსტრუმენტი არა მხოლოდ დაზოგავენ ძვირადღირებულ დროს და რესურსებს, არამედ გაზრდიან მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობას და ბიზნეს KPI-ებს.

კონტენტის შექმნის ინსტრუმენტების აღწერა

ამ ეტაპზე პლატფორმაზე 3 ძირითადი ინსტრუმენტი არსებობს:

  1. სტატიების გენერატორი - აგენერირებს SEO ოპტიმიზირებულ კონტენტს, რომელიც დაეხმარება ქოფირაითერებს სხვადასხვა საიტისთვის კონტენტის შექმნაში. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა დააგენერიროს მომავალი სტატიის სტრუქტურა (ე.წ. outline), საჭიროების შემთხვევაში დაარედაქტიროს ის და ამ სტრუქტურის მიხედვით 3-4 წუთში მიიღოს მზა სტატია.
  2. სოც. პოსტების გენერერატორი - მოკლე აღწერით, აგენერირებს ტექსტურ და მედია კონტენტს Facebook/Instagram/X/LinkedIn-თვის. ინსტრუმენტი ითვალისწინებს თითოეული სოც. პლატფორმის სპეციფიკას და საუკეთესო პრაქტიკებს, აგენერირებს ისეთ კონტენტს, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება კონკრეტული პლატფორმის ალგორითმებს.
  3. პროდუქტის აღწერის შექმნის ინსტრუმენტი - აძლევს მომხმარებლებს შესაძლებლობას დააგენერირონ პროდუქტის აღწერები თავიანთი ონლაინ-მაღაზიებისთვის ან Amazon/ Aliexpress / Ebay-თვის. ისევე, როგორც სოც. პოსტების გენერატორი, ითვალისწინებს პლატფორმების სპეციფიკებს. გამოადგება ონლაინ მაღაზიებს, Dropshipping-ის პრინციპით მომუშავე კომპანიებს და Classifieds მარკეტფლეისებს.

როგორ ვისარგებლო ქართული ქოფირაითერით?

პროდუქტი დახურულ ბეტა-ტესტის რეჟიმშია, მუდმივად ემატება ახალი ფუნქციონალი და დამატებითი სერვისები. ბეტა ლიმიტირებულია, პლატფორმის გამოსაყენებლად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ მარტივი გუგლ ფორმა: https://forms.gle/5FF1Gkbvhj365qdQ9

ახალი ამბები

სხვა სიახლეები