დანია უკრაინის დახმარების ფონდისთვის 630 მილიონ დოლარს გამოყოფს

26-04-2024 10:20:36 მსოფლიო

დღეს დაგეგმილი "რამშტაინის" ფორმატის მორიგი შეხვედრის წინ დანიამ განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების ფონდს 4,4 მილიარდ კრონს (630 მილიონი აშშ დოლარი) გადასცემს.

ფონდი შეიქმნა დანიის მიერ 2023-2028 წლებში უკრაინის სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად და მისმა მთლიანმა მოცულობამ ახლა მიაღწია 64,8 მილიარდ კრონს (დაახლოებით 9,3 მილიარდი დოლარი).

"ომის დასაწყისიდანვე დანია იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დონორი ქვეყანა. ჩვენ ვაგრეძელებთ იგივენაირად და მოხარული ვარ, რომ ფოლკეტინგის [დანიის პარლამენტის] პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს გვიჭერს გადაწყვეტილებაში 2024 წელს უკრაინის ფონდისთვის სამხედრო დახმარებისთვის 4,4 მილიარდი კრონი შევიტანოთ", - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები