მედია: აშშ უკრაინისთვის 6 მლრდ დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდების მიზნით კონტრაქტებს ამზადებს

26-04-2024 10:11:45 მსოფლიო

შეერთებული შტატები უკრაინისთვის დღემდე ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდებას გეგმავს, - იუწყება POLITICO.

გამოცემის ცნობით, აშშ ემზადება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 6 მილიარდ დოლარამდე ღირებულების იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებაზე კონტრაქტების გასაფორმებლად.

POLITICO იტყობინება, რომ დახნარების ახალი პაკეტი, რომელიც სავარაუდოდ, პარასკევს გამოცხადდება, უკრაინისთვის დამტკიცებული 61 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების ნაწილია.

გამოცემა ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ დახმარების პაკეტი მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, დრონებს, დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო იარაღსა და სხვადასხვა ტიპის რაკეტებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები