ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა საპესიო რეფორმასთან დაკავშირებით, ორ კომიტეტში ჩავარდა

2019-02-11 18:58:43
160

„სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის მიერ მომზადებულმა ალტერნატიულმა საპენსიო რეფორმამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების მხარდაჭერა ვერ მიიღო. 

„კანონპროექტმა სათანადო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აქ იყო შეკითხვები საპენსიო ფონდს მიბმულ ბინათმშენებლობის პროცესში თანხების შემოტანაზე, გათვალისწინებული არ იყო ბიუჯეტს რაც აწვება გადასახადის წილი, შეკითხვები იყო ასევე სანდოობასთან გრძელვადიან პერსპექტივაში. შეკითხვები იყო რამდენად არის გათვალისწინებული ეკონომიკის ზრდის ტემპი. მთლიანობაში ამ საკითხებზე მსჯელობის შედეგად, პროექტმა სათანადო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. პირადად მე, ჩამოთვლილი მიზეზების გამო არ დავუჭირე მხარი", - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

ცნობისთვის: დეპუტატი ითხოვს, სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული საპენსიო რეფორმა ამუშავდეს:

„ჩვენი საპენსიო სისტემა სთავაზობს სოლიდარობაზე დაფუძნებულ სისტემას. დაბალშემოსავლიანები მიიღებდნენ პროპორციულად გაზრდილ პენსიას. ერთი წელიც კი რომ შენატანი განახორციელო მაინც აიღებ გაზრდილ პენსიას“. საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი გუნდიდან წასვლას აანონსებს.