„ჯეოქეისი“ ინდურ ანალიტიკურ ორგანიზაციასთან - DAKSHIN თანამშრომლობას იწყებს

26-04-2024 17:29:48 პოლიტიკა ,რეკლამა

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისსა“ და ინდური კვლევითი ორგანიზაციის - Research and Information System for Developing Countries (RIS) - გლობალური სამხრეთის ცენტრს (DAKSHIN) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

„ჯეოქეისის" ცნობით, თანამშრომლობა მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას, პოლიტიკის ერთობლივი კვლევების წარმოებას, შესაბამისი გადაწყვეტილებების განვითარებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას; ასევე, ტრენინგების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებას. გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, ორივე ორგანიზაცია ადვოკატირებას გაუწევს გამოცდილების გაცვლა-გაღრმავებას, უნარების გაძლიერებასა და ცოდნის გავრცელებას.

თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს “ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა და RIS-ის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა საჩინ ჩატურვედიმ.

„მოხარულები ვართ DAKSHIN-თან თანამშრომლობის წამოწყებისა. ჩვენი ექსპერტიზისა და რესურსების გაერთიანებით, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას მდგრადი განვითარებისკენ და ხელს შევუწყობთ გლობალური სამხრეთის საზოგადოებათა გაძლიერებას, "- აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები