ჯაბა ნათენაძე "აგენტების კანონზე": ვტოვებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოს

26-04-2024 18:42:14 საზოგადოება

ჯაბა ნათენაძე ამბობს, რომ ტოვებს ახალციხის მერიის მრჩეველთა საბჭოს ტოვებს.

"დემოკრატ მესხთა კავშირის" წარმომადგენელი განმარტავს, რომ ვიდრე ხელისუფლება არ გაიხმობს "აგენტების კანონს", თანამშრომლობის აზრს ვერ ხედავს.

"მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, როგორც შემიძლია, ჩემ კუთხეს და ქვეყანას ვემსახურები, რაც არ უნდა ეცადონ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდები ღირსების შემლახავ რეესტრში, როგორც უცხოური ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, მე მხოლოდ ერთი ქვეყნის საქართველოს ინტერესს ვატარებ და ასე იქნება სიცოცხლის ბოლო წუთებამდე.

სამწუხაროდ, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი თვითმმართველობა აქტიურად უჭერს მხარს კანონს, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუსეთს და რომლის მიღებისგან თავის შეკავებისკენ ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა მოგვიწოდებს, კანონს რომლის მიღების შემთხვევაშიც შესაძლოა, ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და დაუცველი დაგვტოვოს ჩვენი მტრის რუსეთის პირისპირ.

ამიტომ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭო.

მანამ, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს, მსგავს ფორმატში თანამშრომლობის აზრს ვერ ვხედავ. ხვალვე მივმართავ წერილით ბატონ მერს", - წერს ნათენაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები