გერმანიამ და საფრანგეთმა „მომავლის ტანკის“ ერთობლივი განვითარების გეგმა დაამტკიცეს

26-04-2024 20:01:18

გერმანიისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა ბორის პისტორიუსმა და სებასტიან ლეკორნიუმ 26 აპრილს პარიზში დაამტკიცეს გეგმა, ახალი თაობის საბრძოლო ტანკის ხელოვნური ინტელექტისა და ლაზერული ტექნოლოგიებით ერთობლივი განვითარების თაობაზე. წერს AFP.

პარიზში ლეკორნიუმ და პისტორიუსმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს MGSC (ძირითადი საბრძოლო სისტემა) ტანკის სამრეწველო წარმოების თანაბარ განაწილებას.

„ეს არა მომავლის ტანკი, არამედ ტანკის მომავალია“, - განაცხადა ფრანგმა მინისტრმა.

MGSC შედგება პილოტირებული და უპილოტო სისტემისგან, ასევე გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს და ლაზერულ ტექნოლოგიებს.

მემორანდუმი განსაზღვრავს მწარმოებლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სატანკო სისტემების ძირითად კომპონენტებზე.

პისტორიუსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარიზსა და ბერლინს სურთ კონტრაქტების გაფორმება 2024 წლის ბოლომდე, "რაც ძალიან ამბიციური მიზანია". მან ასევე აღიარა, რომ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ შეუერთდნენ MGSC პროექტს.

გერმანია ასევე ჩართულია FCAS-ის ერთობლივ პროექტში საფრანგეთთან და ესპანეთთან. ქვეყნებმა 2022 წელს მიაღწიეს შეთანხმებას, რომ დაიწყონ FCAS-ის განვითარების შემდეგი ეტაპი, ევროპის უდიდესი თავდაცვის პროექტის, რომლის სავარაუდო ღირებულება 100 მილიარდ ევროზე მეტია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები