რუსეთში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს “კროკუსზე” თავდასხმის საქმეზე

26-04-2024 18:16:05 მსოფლიო

რუსმა სმართალდამცველებმა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს მოსკოვის მახლობლად, “კროკუს სითი ჰოლის” საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში.

რუსული მედიის ცნობით, ის ტაჯიკეთის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ჯუმოხონ კურბონოვია.

მას ბრალად ედება "ტერორისტული აქტის ჩადენა, რამაც ადამიანის განზრახ სიკვდილი გამოიწვია ."

22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი.თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. ავღანურმა ფრთამ(„ხორასანი").რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები