ვოლსკი – ხურვალეთში მიმდინარე პროცესზე: „რუსეთი საკმაოდ მძიმე ფასს იხდის“

2019-02-08 18:08:20
614

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ რუსეთი საკმაოდ მძიმე ფასს იხდის იმ აგრესიის გამო, რომელიც მას საქართველოსთან მიმართებაში გააჩნია“. 

როგორც ვოლსკიმ ოკუპანტების მიერ ხურვალეთში ე.წ. საგუშაგოს განთავსებაზე საუბრისას აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება იმ მდგომარეობის გამო, რომელიც დღეს ოკუპირებულ ზონებშია შექმნილი.

„საერთაშორისო არენაზე ინფორმაციის მიწოდების ხარისხი და დონე გამოხატულია თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გადაწყვეტილებაში და არა მარტო გადაწყვეტილებაში, იმ პოლიტიკურ პოზიციაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს გააჩნია. რუსეთი საკმაოდ მძიმე ფასს იხდის იმ აგრესიის გამო მათ შორის, რომელიც გააჩნია საქართველოსთან მიმართებაში, არის მეორე თემა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ავიწყდებათ მათ შორის ოპოზიციონერებს - რამ მიგვიყვანა ამ სავალალო შედეგებამდე. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ თემაზე ლაპარაკობს ოპოზიციის მხრიდან უპირველეს ყოვლისა თავის პასუხისმგებლობაზე უნდა ლაპარაკობდეს, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ მდგომარეობის გამო, რომელიც დღეს შექმნილია ოკუპირებულ ზონებში“, - განაცხადა ვოლსკიმ.