სულხან სალაძე: "ლევან მურუსიძეს გასაუბრებისას იუსტიციის საბჭოს წევრებმა 15-ქულიან შეფასებაში 20 ქულა დაუწერეს"

2019-02-08 15:00:16
250

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის სულხან სალაძის ინფორმაციით, მოსამართლე ლევან მურუსიძეს გასაუბრებისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა „ზეპირი კომუნიკაციის“ უნარში დაშვებულ ქულათა მაქსიმუმზე მეტი შეფასება დაუწერეს.

სალაძე სოციალურ ქსელში შესაბამის დოკუმენტსაც ავრცელებს:

 



 

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალ სიმაღლეებს იპყრობს... მიუხედავად იმისა, რომ "ზეპირი კომუნიკაციის უნარებში" შეფასების მაქსიმალური ქულა 15 იყო, მურუსიძეს 20 ქულა მიუღია. ვერაფერს იტყვი, მურუსიძის "ზეპირი კომუნიკაციის უნარი" ნამდვილად აღემატება დაშვებულ ქულათა მაქსიმუმს (ყოველ შემთხვევაში არაფორმალური კომუნიკაციის მაინც)“, - წერს სალაძე.