პენტაგონი: უკვე დავიწყეთ უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიწოდება

26-04-2024 16:25:19 მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო უკრაინაში ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში გარკვეული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გადატანის პროცესი, –განაცხადა პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა.

„არ ვაპირებ გამჟღავნებას, როდის ჩავა უკრაინაში კონკრეტული საბრძოლო მასალა ან აღჭურვილობა. იტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გადაადგილების პროცესი, რომელიც რამდენიმე დღეში იქნება მიწოდებული, შესაძლოა, უფრო ადრეც“, - განაცხადა რაიდერმა.

ზოგიერთი აღჭურვილობის გადატანას სხვაზე მეტი დრო დასჭირდება, – თქვა მან.

”მაგრამ, როდესაც საქმე ეხება კრიტიკულ შესაძლებლობებს, როგორიცაა საბრძოლო მასალა, თქვენ იცით, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ მიწოდებაზე”, - დასძინა თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა.

მას შემდეგ, რაც 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინას 61 მილიარდი დოლარის დახმარებას, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა ახალი დახმარების პაკეტი უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. პირველადი დახმარების პაკეტის სავარაუდო ღირებულებაა 1 მილიარდი დოლარია და მოიცავს საჰაერო თავდაცვას, საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. ანგარიშში ნათქვამია, რომ იარაღი უკრაინაში უახლოეს მომავალში უნდა ჩავიდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები