2023 წელს საქართველოდან ემიგრაციაში ქვეყნის მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა წავიდა

26-04-2024 12:00:02 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2023 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 %–ით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხვი 14.5 %–ით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2023 წელს ემიგრანტების 66.7%–ს – 163 457 ადამიანს, ხოლო იმიგრანტების 44.6%–ს – 91 812 პირს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდენ. ემიგრანტების ეს მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით, 62 457-ით გაიზარდა და რეკორდულია.

სტატისტიკის თანახმად, ემიგრანტების 62.2% და იმიგრანტების 75.9% შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობა(15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) იყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები