ესტონეთმა უკრაინისთვის ორი საპატრულო კატერის გადაცემის შესახებ განაცხადა

26-04-2024 16:12:48 მსოფლიო

ესტონეთი უკრაინას ორ კატერს გადასცემს, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ 26 აპრილს.

„ესტონეთმა მოკავშირე დანიასთან კოორდინაციით, უკრაინას ორი საპატრულო კატერი გადასცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყება დასძენს, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინას დაეხმარება სასიცოცხლო მნიშვნელობის საზღვაო ხაზების და საკუთარი წყლების დაცვაში რუსული აგრესიისგან.

აპრილის დასაწყისში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ესტონეთის პრეზიდენტთან განიხილა ერთობლივი თავდაცვის საწარმოების შექმნის შესახებ.

მარტში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინამ დაიწყო მოლაპარაკებები ესტონეთთან უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ირგვლივ.

ამასთან, დღეს დაგეგმილი "რამშტაინის" ფორმატის მორიგი შეხვედრის წინ დანიამ განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების ფონდს 4,4 მილიარდ კრონს (630 მილიონი აშშ დოლარი) გადასცემს.

ფონდი შეიქმნა დანიის მიერ 2023-2028 წლებში უკრაინის სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად და მისმა მთლიანმა მოცულობამ ახლა მიაღწია 64,8 მილიარდ კრონს (დაახლოებით 9,3 მილიარდი დოლარი).

"ომის დასაწყისიდანვე დანია იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დონორი ქვეყანა. ჩვენ ვაგრეძელებთ იგივენაირად და მოხარული ვარ, რომ ფოლკეტინგის [დანიის პარლამენტის] პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს გვიჭერს გადაწყვეტილებაში 2024 წელს უკრაინის ფონდისთვის სამხედრო დახმარებისთვის 4,4 მილიარდი კრონი შევიტანოთ", - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები