უკრაინა მოსკოვში, აეროდრომზე რუსული KA-32–ის განადგურების შესახებ იუწყება

26-04-2024 16:14:42 მსოფლიო

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ მოსკოვის ოსტაფიევოს აეროდრომზე რუსული KA-32–ის ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს.

"2024 წლის 26 აპრილის ღამეს ქალაქ მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოსტაფიევოს აეროდრომზე განადგურდა მტრის მრავალფუნქციური ვერტმფრენი Ka-32", - ნათქვამია განცხადებაში.

მისი ცნობით, აეროდრომი ეკუთვნის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ოპერირებს "გაზპრომავიასთან" ერთად, რომელიც "გაზპრომის" ნაწილია.

უწყება ამბობს, რომ ამ ვერტმფრენს რუსეთი იყენებდა მისი საოკუპაციო ჯარების ოპერაციების მხარდასაჭერად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები