კობი-გუდაურის გზაზე მოძრაობა აიკრძალა

2019-01-08 22:09:44
222

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა“, – აღნიშნულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით მოხდება.